საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის ისტორია

ასოციაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ნეიროქირურგიული სამსახურის განვითარების ხელშეწყობა, მონაწილეობა ჯანდაცვის ნეიროქირურგიული პროფილის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში.

საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია შეიქმნა 2002 წელს, ასოციაციის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები გახლდათ.

2002 წელს მოხდა ასოციაციის პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის არჩევა.

2003 წელს საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია გახდა მსოფლიო ნეიროქირურგთა (WFNS) ასოციაციის წევრი, ხმის მიცემის უფლებით.

2010 წელი - 14 თებერვალი

მოხდა  ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი გიორგი ინგოროყვას და საპატიო პრეზიდენტი შოთა ხევსურიანის არჩევა.

  • შეიქმნა და განახლდა სასერტიფიკაცო, საგამოცდო ტესტები სპეციალობა „ნეიროქირურგი“-ში
  • დამტკიცდა დიპლომოს შემდგომი განათლების კურსები „ნეიროქირურგია“-ში
  • დამტკიცდა რეზიდენტურის პროგრამა ნეიროქირურგიაში
  • გაერთიანდა ბავშთა და მოზრდილთა ნეიროქირურგიის პროგრამები
  • ამ პერიოდში საქართველოში შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა
    ენდოვასკულური ნეიროქირურგია
  • კლინიკები აღიჭურვა და განახლდა მაღალტექნოლოგიური აპარატურით – მიკროსკოპი,
    ანგიოგრაფია, ენდოსკოპია, ნეირო-ნავიგაცია.

საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის მიერ საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციები:

  • შავი ზღვის აუზის ქვეყნების ნეიროქირურგთა მე 8 საერთაშორისო კონგრესი
  • პირველი საერთაშორისო კონგრესი ფოტოდინამიკაში, ნეიროქირურგიაში.
  • მოწვეული იქნა ავსტრიელი სპინალური ნეიროქირურგები და ჩატარდა საგანმანათლებლო
    კონფერენცია „What Would You Do?“
  • 2018 წელს ქ.თბილისში მსოფლიო ნეიროქირურთა ასოციაციისა და საქართველოს
    ნეიროქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პირველი კონგრესი “სისხლძარღვოვანი
    ექსპერტები-2018″. კონგრესში მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა მსმენელმა.
  • 2023 წელს ქ.თბილისში მსოფლიო ნეიროქირურთა ასოციაციისა და საქართველოს
    ნეიროქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა პირველი კონგრესი “სისხლძარღვოვანი
    ექსპერტები-2023″.

ასოციაციის მიერ მონაწილეობა იქნა მიღებული 4 მსოფლიო ნერიოქირურგთა კონგრესზე სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია მონაწილეობდა ხმის უფლებით არჩევნებში.

საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის დაფინანსებით საერთაშორისო კონგრესებში მონაწილეობას იღებდნენ პროფ. გოჩა ინგოროყვა, პროფ. ირაკლი თოიძე, პროფ. შოთა ინგოროყვა, პროფ. ირაკლი ოთარაშვილი.

საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციამ არაერთხელ დააფინანსა სხვა ახალგაზრდა ნეიროქირურგები სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესებსა თუ კონფერენციებზე.

2016 წელს ასოციაციის მიერ შეიქმნა ნეიროქირურგიაში პროტოკოლები, რომელიც ეფუძნებოდა გერმანიის და ავსტრიის პროტოკოლებს. აღნიშნული წარედგინა ჯანდაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად.

27 მარტის 2023 წლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან – განახლდა გამგეობის წევრები და გამგეობის თავჯდომარედ არჩეული იქნა პროფესორი მირზა ხინიკაძე და შეიქმნა ასოციაციის საკოორდინაციო საბჭო.

2023 წელი - 30 ივნისი

ასოციაციის პრეზიტენდატ არჩეული იქნა ვლადიმერ წიქარიშვილი და საპატიო პრეზიდენტად გიორგი ინგოროყვა. 

ვლადიმერ წიქარიშვილი

ასოციაციის პრეზიდენტი

გიორგი ინგოროყვა

საპატიო პრეზიდენტი

2022-23-icon

ასოციაციის მიერ დამტკიცდა ორი დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი „სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა – კლინიკა, დიაგნოსტიკა მკურნალობა“ ხემძღვანელი პროფ. გოჩა ინგოროყვა; პროფ. მირზა ხინიკაძე. „იშემიური ინსულტების მკურნალობის ტანამედროვე ასპექტები“ ხემძღვანელი პროფ. გოჩა ინგოროყვა; პროფ. მირზა ხინიკაძე.

2022-23-icon

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენილია სპეციალობა „ნეიროქირურგია“ კომპეტენციები.

2022-23-icon

ასოციაციის საკორდინაციო საბჭოსა და გამგეობის წევრებთან ერთად მუშავდება „ანევრიზმული სუბარაქნოიდული ჰემორაგიის მქონე პაციენტთა მართვა“ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) და პროტოკოლი, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია არის ერთადერთი შესაბამისი სპეციალობის ასოცოაცია საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, რაც ნიშნავს იმას რომ ასოციაცია მაქსიმალურად ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ ყველა სიახლესთან და ოფიცილურად ითვლება კონსულტანტად.

2023 წლის 29-30 ივნისს ქ. თბილისში მსოფლიო ნეიროქირურთა ასოციაციისა და საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცის ეგიდით გაიმართა კონგრესი "სისხლძარღვოვანი ექსპერტები-2023"

სამომავლო გეგმები:

  • უმოკლეს ვადაში შემუშავდეს და დამტკიცდეს ნეიროქირურგიის სხვადასხვა მიმართულებების ეროვნული გაიდლაინი/პროტოკოლები.
  • ასოციაციის ეგიდით ჩატარდება მეტი უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსი
  • წარდგენილია განაცხადი ევროპის ნერიოქირურგთა ასოციაციის წევრობაზე
  • ასოციაციის ჩართულობით განახლდეს ნეიროქირურგიის რეზიდენტურის საგამოცდო ბილეთები